კიევ-პეჩერის ლავრა
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 50°26′03″ ჩ. გ. 30°33′33″ ა. გ. / 50.43417° ჩ. გ. 30.55917° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 527 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 527 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კიევ-პეჩერის ლავრა (უკრ. Києво-Печерська лавра, რუს. Киево-Печерская лавра), აგრეთვე ცნობილი როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა — უძველესი ქვაბულთა მონასტერი კიევში, უკრაინა. დაფუძნდა 1051 წელს ბერების ანტონი და თეოდოსიუსის მიერ და კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.
ამჟამად, კიევ-პეჩერის ლავრა, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარის მიტროპოლიტ ვოლოდიმირის რეზიდენციის დანიშნულებას ასრულებს.
პირველადი ქრონიკების მიხედვით, ადრეულ მე-11 საუკუნეში, ანტონი, ბერძენი ორთოდოქსი ბერი, მთა ათოს ესფიგმენონის მონასტრიდან, რომელიც წარმოშობით ჩერნიგოვის სამთავროდან იყო, რუსეთში დაბრუნდა და კიევში დაფუძნდა, როგორც კიევის რუსეთის სამონასტრო ტრადიციის მისიონერი. საცხოვრებლად მან მერესტოვის მთის ქვაბულის საკანი აირჩია, რომელიც მდ. დნეპრს გადმოჰყურებდა. მის მოწაფეთა რაოდენობა მალე გაიზარდა. მცირე ხანში კიევის კნიაზმა იზიასლავმა მთელი მთა დაუთმო ანტონის ბერებს, რომელთაც აქ მონასტერი დააარსეს. კომპლექსი კონსტანტინოპოლიდან მოწვეულმა ხუროთმოძღვრებმა ააგეს.
კიევ-პეჩერის ლავრაში მსახურობდა და იქვეა დაკრძალული ქართველი ეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე).